"2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად" – მედვედევი
15:04:34     08-08-2022
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომს ეხმაურება და მას "მშვიდობის იძულების ქმედებების განხორციელებას" უწოდებს და ამის მიზეზად მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას ასახელებს:
ის წერს, რომ ამავდროულად ეს იყო აშშ–სა და ნატო–სთვის სიგნალი:
"2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად.
ამავე დროს ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატო-სთვის რუსეთის შეშფოთების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ.
სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა. მაგრამ აშშ-მ და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი.
2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა..." - წერს მედვედევი.
14 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმიდან და ომიდან, რომელიც რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო.